ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 332 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 51 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ კახეთი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 258 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 80 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 8 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 684 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 343 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი.