ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში
განახლდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ონლაინ სწავლების რეჟიმში 1250 მოსწავლე დარჩა. საკლასო ოთახებში კი სწავლას 26 800 მოსწავლე აგრძელებს.
“38-ვე საჯარო და 10 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. დასწრება თითქმის 100 %-მდეა. სასწავლო პროცესი ყველანაირი რეგულაციების დაცვით დავიწყეთ,”-განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორისაა ტემპერატურის კონტროლი და პირბადის ტარება. სკოლები აღჭურვილია დეზობარიერებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. დაცულია დისტანცია.
სწავლების ონლაინ რეჟიმში გაგრძელების სურვილი მშობლებმა გასულ ოთხშაბათს დააფიქსირეს. შემდეგ ოთხშაბათს აღნიშნული მოსწავლეების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე