ქუთაისის სკოლებში სწავლა 15 თებერვლიდან
დაიწყება. V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისივე თქმით, ხვალიდან სკოლებს დეტალური ინსტრუქციები დაურიგდებათ, შემდეგ კი სკოლები მშობლებთან კომუნიკაციას თავად მოახდენენ.
“ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რა საკვირველია, შენარჩუნება სჭირდება,”-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა სკოლა მზადყოფნაშია და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, მათ შორის სველი წერილები. მისივე განმარტებით, სკოლები უსაფრთხო ადგილი იქნება.
ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე