ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

ამ სახის აქცია-პერფორმანსით მათ ცესკოს ოქმებში ბალანსის დასმის პრობლემას გაუსვეს ხაზი.

 

,,არჩევნების შედეგი ისეა გადაწერილი, რომ ბალანსის დასმა შეუძლებელია. ან მათემატიკა არ იციან, ან გაყალბებასთან გვაქვს საქმე. წინ კალკულატორი ედოთ და ბალანსი მაინც ვერ დასვეს. აქ არის სააგარიშო და მეორე კლასის მათემატიკის წიგნი, სადაც მიმატება-გამოკლება წერია, იქნებ ასე მაინც გამოთვალონ,’’-ამბობს მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრი გაგი ახალაძე.

,,გაბედეს’’ წევრებმა მერხებსა და შენობის კარზე ასევე სტიკერი ,,გაბედე’’ დააკრეს. ამით ისინი საოლქო კოისიის წევრებს მოუწოდებენ, გაბედონ და რეალურად ასახონ ხალხის ხმები ოქმებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *