,, ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს”, ,, საარჩევნო ურნა სანაგვეში ნუ გეშლებათ”,, ვამზადებთ მათემატიკაში,

 

ცესკოს წევრებისთვის გვაქვს ფასდაკლება”, – ამ ლოზუნგებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ,,მონებო”- ამ შეძახილით საზოგადოება საოლქო კომისიის წევრებს მიმართავს. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ და რიგგარეშე არჩევნებს ჲთხოვენ.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. ოპოზციური პარტიების მერობის კანდიდატები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

,, ვითხოვთ, რომ შეუშვან ქუთაისი მერობის ორი კანდიდატი, რომლებმაც მთავრობის შემდეგ ყველაზე დიდი ხმები მიიღეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ, ცდილობენ სხდომა დახურულ სივრცეში ჩაატარონ” -ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის წევრი,  გია თევდორაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *