ქუთაისის გარდა, მერის რიგგარეშე არჩევნები
ხარაგაულსა და თერჯოლაში ჩატარდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხარაგაულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლიდერობს. კობა ლურსმანაშვილმა ხმათა 55, 75 % მოაგროვა. შემდეგია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მისმა კანდიდატმა, თორნიკე ავალიშვილმა ხმათა 28, 49 % აიღო.
“ლელოს” კანდიდატმა მიხეილ ჭიპაშვილმა ხმათა 6, 09 % მოაგროვა, ხოლო “ევროპული საქართველოდან” ბესიკ ყურაშვილმა – 4, 95 %.
“პატრიოტთა ალიანსიდან” თეიმურაზ ფცქიალაძემ ხმათა 4, 72 % მოიპოვა.
რაც შეეხება თერჯოლას, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება”- ლაშა გოგიაშვილი- 50, 42 %;
“ევროპული საქართველო”- როლანდ მესხი – 23, 9 %;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- ვალერი ბოჭორიშვილი- 21, 5 %;
“ლელო”- ნიკა მემანიშვილი- 4, 19 %.