პარტია ,,თავისუფალი საქართველო’’ წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

ამასთან დაკავშირებით პარტიის ხონის, სამტრედიის, ვანისა და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი წულაია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა მაცაბერიძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.  მათი თქმით, ნამოხვანის ჰესების კასკადი საფრთხეს უქმნის როგორც რაჭა-ლეჩხუმს, ისე მთელ დასავლეთ საქართველოს. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მაცაბერიძე ამბობს, ნამოხვანჰესმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს კოლხეთი დაბლობს.

 

 

,,რაჭა-ლეჩხუმი სეისმურად აქტიური და მეწყერსაშიში რეგიონია. ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ მიწისძვრა არ მოხდება და ნამოხვანჰესი არ დაინგრევა. ნამოხვანჰესის დანგრევას კი დიდი ზარალი მოჰყვება. 20 წუთში ქუთაისს 34-მეტრიანი ტალღა დაარტყამს, რაც მთელ კოლხეთის დაბლობს გადარეცხავს. დაახლოებით, 30 მუნიციპალიტეტზეა საუბარი’’,-აღნიშნა პაატა მაცაბერიძემ.

,,გამოვიიდეთ საბჭოთა ცნობიერებიდან, დავანებოთ თავი ჰესების მშენებლობას. დავიწყოთ ალტერნატიული ენერგიის მოპოვება და მისი ხარჯვა ისე, როგორც ევროპაში ხარჯავენ. თუ ეს ენერგია არ გვეყო, ჰესები მერე ავაშენოთ,’’-ამბობს ხონის, სამტრედიის, წყალტუბოსა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი წულაია.

მაჟორიტარობის კანდიდატები ხელმოწერების შეგროვებას 14 ოქტომბრიდან დაიწყებენ. პარტია ,,თავისუფალი საქართველო’’ ნამოხვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *