“ქუთაისმა უნდა გაიგოს, რომ მას ემუქრება სიკვდილი”-ქუთაისში ნამოხვან ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა მშენებელი კომპანიის მისამართით 5 ივლისს, ნამოხვანში გამართული აქციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

მათი თქმით, კომპანიამ მიცემულ ვადებში ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა უნდა გაიყვანოს და ადგილზე სამუშაოები უნდა შეწყდეს. შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი დღეს ბოლო საპროტესტო აქციას მართავენ და თუ მათს მოთხოვებს არ დააკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს, შიმშილობასა და კომპანიის ტექნიკისთვის გზის გადაკეტვას მიმართავენ.

“5 ივლისს ნამოხვანში აქცია ჩავატარეთ, სადაც კომპანიასა და ხელისუფლბას მივეცით ვადა, ჩვენი მოთხოვნები შესრულებულიყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს არ ასრულებენ. აქციას აქვს გამაფრთხილებელი სახე, რომ ქუთაისის მოსახლეობამ დაინახოს რეალური საფრთხე. ქუთაისს ემუქრება სიკვდილი, იმის გამო რომ ვიღაცებმა იშოვონ ასეულ მილიონიანი კორუფციული შემოსავალი. 21-ე საუკუნეში ჰესების დრო აღარ არის,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები მსვლელობით მშენებელი კომპანიის ოფისისაკენ გადაინაცვლებენ.

რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპი” აშენებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *