ქუთაისში ჩხობაძის კლინიკაში არსებული ცხელების ცენტრის თანამშრომლებს
კარანტინში მუშაობის ანაზღაურება დაურიცხეს. თუმცა კლინიკის პერსონალი კვლავ უკმაყოფილოა და რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებენ, რომ თანამშრომლების ნაწილს დაპირებული პრემიებისა და ხელფასების ნაწილი კვლავ არ მიუღია.
“კარანტინში მუშაობის დავალიანება 4 თვის ხელფასები დიდი წვალების შემდეგ ჩაგვირიცხეს. რაც შეეხება ცხელების ცენტრში მუშაობის ანაზღაურებას, ხელფასი რაც გვეკუთვნოდა რა კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდა ვერ გავიგეთ. პრემიების რაოდენობაც გაწეულ შრომასთან შესაბამისი არ არის. განცხადებები დავწერეთ და ვითხოვთ ან აგვიხსნან რა პრინციპით გაანაწილეს თანხა ან დაგვიმატონ ხელფასებზე,”-ამბობს კლინიკის თანამშრომელი სალომე გაბელია.
ცხელების ცენტრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ივლისის დასაწყისში გამართეს. პერსონალი მას შემდეგ კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.