ევროპის დღეები 2020-ის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა
და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურომ ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი უძღვებოდა. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.