“ნუ ჩაგვძირავთ”, “შეიგრძენი საფეთხე”, “დუმილი დანაშაულია”,
“ალტერნატივა არსებობს”- ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსთაველის ხიდზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნამოხვანჰესის კასკადების მშენებლობა საშიში პროექტია და მისი განხორციელების შემთხვევაში, საფრთხის წინაშე ქუთაისი და მთელი დასავლეთ საქართველო დგება. მათივე თქმით, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე კერძო ინტერესებს არ უნდა შეეწიროს.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის საშიში პროექტი. ნამოხვანჰესი შენდება მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურად ზონაში და საფრთხის წინაშე დგება მთლიანად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა,”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ხვიჩა ვაშაყმაძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დაპირება უნდა შეასრულოს და ჰესების მშენებლობა უნდა აიკრძალოს.
“ჩვენ სრულად ვიზიარებთ მითხოვნას, რომ არ აშენდეს ნამოხვანჰესი და გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეარულოს დაპირება, რომელიც გულისხმობდა დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას. ეს დაპირებაც სხვების მსგავსად, დავიწყებული აქვთ,”-განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”