ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით

ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულია ორი ახალგაზრდა ბიჭი, აქედან ერთის მდგომარეობა სავარაუდოდ მძიმეა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რადიო ,,ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით. 

ფოტო: ანა შველიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *