ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ვიზიტორების მიღებას ივლისიდან დაიწყებს. როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა
,,მაესტროს” ეთერში განაცხადა, ვანში განახლებული მუზეუმი იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის.
,,ყველა მუნიციპალიტეტში იქნება სიახლეები ტურისტებისათვის, სადაც მათ შეეძლებათ აირჩიონ რა მარშრუტით წავიდნენ, რამდენი დღით, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. უკვე ივლისის პირველ რიცხვებიდან გაიხსნება და შეძლებს რათქმაუნდა როგორც ჩვენი თანამოქალაქეების ისე უცხოელი ტურისტების მიღებას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოკაცია იმერეთში, რომელიც იქნება ერთნაირად საინტერესო ყველასთვის ყველა თაობის ადამიანისთვის.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს.