“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში მოთავსებული
პაციენტებიდან 7-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო. ქალი ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს შორის იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადმოყვანილი ორსული. ამ დროისათვის ცხელების ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც დღის განმავლობაში ელოდებიან.