რეკომენდაციების დაცვა დაწესებულებებს ვირუსის შემდეგაც მოუწევთ. როგორც ტვ მაესტროს
ეთერში საუბრისას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, იმერეთის რეგიონში ორი ბაზარი სრულად იცავს დადგენილ წესებს,რაც ვირუსის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს სხვა დაწესებულებებისთვისაც.
,,პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერდა, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ პარალელურ რეჟიმში მუშაობაც და არსებობაც. იცით რომ ყველა ბაზარი დაკეტილია იმერეთში და მხოლოდ 2 ფუნქციონირებს. პირველი რაც უნდა მოხდეს, სხვებმაც უნდა მოერგონ ამ წესებს და გააკეთონ ის სტანდარტი, რასაც იცავს ეს ორი ბაზარი. ეს პირობები არ იმოქმედებს მხოლოდ ვირუსის პერიოდში და გაგრძელდება შემდეგაც. ყველა ბიზნეს სუბიექტს მოუწევს ამ პირობების დაცვა, რასაც ჩვენ დღეს ვთხოვთ. თუ ის ორი ბაზარი აკმაყოფილებს რეკომენდაციებს, მაშინ სხვებიც შეძლებენ. ეს არ არის მკაცრი რეკომენდაციები.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.