ახალმა კორონავირუსმა, რომელიც რამდენიმე თვეა თანამედროვე მსოფლიოს მთავარ პრობლემად იქცა, image= საქართველის მომსახურებისა და განათლების სფეროში მასშტაბური ცვლილებები გამოიწვია. დაწესებულებების უმეტესობა მოსახლეობისათვის სერვისის დისტანციურად მიწოდებისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ საქმიანობაში ცვლილებები შეეტანათ. დისტანცურად განათლების მიღება კი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, რადგან უმაღლესი სასწავლებლების და საჯარო სკოლების უმეტესობა პირველად ჩაება ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაში.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთევან აბაშიძე 16 მარტიდან ლექციებს ონლაინ ესწრება.

,,დისტანციური სწავლება, ჩემი აზრით, კარგ გამოცდილებას გვძენს. კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რომ ტექნოლოგიებს სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ.” – ამბობს ქეთევანი.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ლექციები აუდიტორიებში აღარ ტარდება, ლექტორთან უკუკავშირი და დავალებების მიღება და შესრულება მაინც ადვილია.

ონლაინ სწავლებისთვის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამა Microsoft Tams-ის გამოყენება დაიწყო. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ 2013 წლიდან Microsoft -თან თანამშრომლობის საშუალებით სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში გადასვლა შედარებით მარტივად მოხდა. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს დიდ ჯგუფებს, ერთ სივრცეში იმუშაონ ონლაინ რეჟიმში, წამოიწყონ ვიდეო კონფერენციები, იქვე გაუზიარონ ერთმანეთს ფაილები, გააკეთონ პრეზენტაცია რეალურ დროში და ა.შ.


“ჩვენს ყველა თანამშრომელს და სტუდენტს აქვს 1 ტერაბაიტი ვებ სივრცე გამოყოფილი, შესაბამისად, ყველა მასალა არის დეცენტრალიზებული, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს სერვერზე დატვირთვას.” – ამბობს უნივერსიტეტის მულტიმედია ლაბორატორიის ხელმძღვანელი დავით კეთილაძე.

სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩართვამდე მნიშვნელოვანი იყო Microsoft Temas-ის პროგრამის შესწავლა აკადემიურ პერსონალს სწრაფად და მარტივად შესძლებოდათ. ამისათვის ტექნიკურმა ჯგუფმა მარტში მათთვის ფაკულტეტების მიხედვით მხარდაჭერის ჯგუფები შექმნა და მათთვის ტრენინგები ჩაატარა და როგორც დავით კეთილაძე გვიყვება, პილოტირების რეჟიმში “16 მარტიდან უნივერსიტეტმა სრულად, მთელი დატვირთვით დაიწყო ონლაინ სწავლება.”

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველდღიურად ონლაინ ლექციებს 5 ათასზე მეტი სტუდენტი ესწრება, ტექნიკური დახმარება კი 3 ათასზე მეტმა მიიღო. 

ზოგიერთი ლექტორი სტუდენტებთან ურთიერთობისას ელექტრონულ რესურსებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც იყენებდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ლექტორი, მირანდა ლომიძე ხშირად ეკონტაქტებოდა სტუდენტებს სხვადასხვა აპლიკაციის დახმარებით, თუმცა Microsoft Teams პირველად გამოიყენა.

როგორც ამბობს, ასეთ რეჟიმში სტუდენტები დავალებებს უფრო ეფექტურად ასრულებენ, რადგან ყველაფერი აპლიკაციაშივე აღინიშნება და დავალებების ჩაბარების ბოლო ვადებიც ციფრულადაა გაწრილი.

სტუდენტებმა პარიზის ვირტუალური ტური მოაწყვეს.

“ყველა ვაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, მაგრამ ეს მაქსიმუმიც შეზღუდულია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი ვითარება. არ არის ჩვეულებრივი ჩემთვისაც ასე აბსოლუტურად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობა.”- ამბობს მირანდა და დასძენს, რომ სრულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და ასე სასწავლო პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც ქუთაისში სახელწმიფო უნივერსიტეტისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვისაც, რადგან ამ მასშტაბით სწავლის წარმართვაზე აქამდე არავის უფიქრია.

“ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსათვის. ამის თქმა შემიძლია ხმამაღლა, რადგან გასულ კვირაში ფრანკოფონიის საერთაშორისო ცენტრმა დაატრენინგა 230 ტრენერი, როცა 100-ს ველოდით. ფრანგულმა ინსტიტუტმა ფრანგული ენის მასწავლებლბის დატრენინგება დაიწყო. 30 მასწავლებელი იგულისხმებოდა და 120 გამოვიდა ჯამში. მოთხოვნა იმდენად დიდია და ქვეყნების ჩამონათვალი რომ ნახოთ გაგიკვირდეათ. არავინ არ იყო ამისათვის მზად.” – ამბობს მირანდა ლომიძე.

ახლა სტუდენტები უფასოდ სარგებლობენ ელექტრონული სახელმძღვანელოებით, რომელიც ფრანგულმა სახლმა უფასოდ გახადა ხელმისაწვდომი.

თუმცა ზოგიერთ სტუდენტს მაინც ექმნება პრობლემები ონლაინ სწავლის პროცესში.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ათასი სტუდენტი სწავლობს. სტუდენტების დიდი რეგიონებიდანაა, რომლებიც ვირუსის გამო სასწავლო პროცესესის შეჩერების შემდეგ თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. სტუდენტი, ქეთევან აბაშიძე ამბობს, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვა ნაწილისთვის იმან გაართულა, რომ ზოგან ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ზოგს კი შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნია.

“ჩვენ, სტუდენტები ვცდილობთ ჩვენი ძალებით დავეხმაროთ იმათ ვისაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. როგორმე მივაწოდოთ ინფორმაცია ლექციების შესახებ. ვცდილობთ წიგნებიც მივაწოდოთ შეძლებისდაგვარად, კონსპექტები ფოტოებად გავუგზავნოთ და ა.შ.”

“მნიშვნელოვანია რამდენად კარგად მიეწოდებათ მათ ინტერნეტი, კომპიუტერი როგორი გამართული აქვთ, როგორი ტელეფონი აქვთ და ა.შ. ესაა პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცას არ უნდა ვერ ესწრება ლექციას. მობილურ ინტერნეტს იყენებენ, რაც საკმაოდ ძვირია სტუდენტებისთვის. მე მგონი, უნდა დაიწყონ მუშაობა ინტერნეტპროვაიდერებმა იმაზე, რომ სტუდენტებს განსაკუთრებული ტარიფები შესთავაზონ.” – ამბობს ლექტორი მირანდა ლომიძე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *