18 მარტიდან 3 აპრილამდე ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისი-ბუდაპეშტის გარდა,
რეისებს ყველა მიმართულებით აჩერებს. კომპანიამ გადაწყვეტილება COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
კომპანიის განმარტებით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.
“მომხმარებლებს ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%,”-განმარტავენ კომპანიაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე