ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩის მესამე შესახვევის გზის საფარი რეაბილიტირდება.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, სამუშაოებისათვის საჭირო თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. რეაბილიტაციაზე 200 000 ლარი დაიხარჯება.

წელს ქუთაისში რგფ-დან გამოყოფილი თანხით 13 ქუჩა რეაბილიტირდება. გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 6 მილიონამდე დაიხარჯება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი 2020-2021 წლებში ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *