დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში
კორონავირუსზე პირველი ტესტები უკვე ჩაატარეს. 8 პაციენტის ანალიზების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგაძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის ლაბორატორიაში კიდევ 2 პაციენტის ანალიზებია შესული. ელოდებიან კიდევ 6 ლაბორატორიული ნიმუშის მიღებას.
გოჩა გიორგაძის განმარტებით, უარყოფით ანალიზების პასუხებს გადამოწმება არ დასჭირდება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში ნიმუშები კიდევ ერთხელ შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე