ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით 3 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის
მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, 2 მათგანის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, ხოლო მესამეს ლაბორატორიულ კვლევას დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. მისივე განმარტებით, პაციენტების ნაწილი თავად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან საზღვარგარეთ მყოფ პირთან შეხება ჰქონდა. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, პაციენტებმა კლინიკას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართეს. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
2 პაციენტის ანალიზების პასუხებს კლინიკაში დღის ბილომდე ელოდებიან.
თემურ ნადირაძის განმარტებით, კირონავირუსზე პაციენტების მიმართვიანობამ იმატა.