კორონავირუსთან დაკავშირებით ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში 8 პაციენტი რჩება. ყველა მათგანს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდა და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პაციენტებს შორის არიან პირები, რომელთაც ესპანეთსა და იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.