ქუთაისის აეროპორტში ბოლონიის რეისით ჩამოფრენილი
97 მგზავრი შეამოწმეს. ორი მათგანი კი ეკიპირებულმა პირებმა შემოწმებაზე გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის დილარი ხორავას განცხადებით, ორი მგზავრიდან ერთი სამხედრო იყო, რომელიც გორის ჰოსპიტალში წაიყვანეს. მას ტემპერატურა არ დაფიქსირებია, თუმცა, ბოლონიაში რისკ ზონაში იმყოფებოდა. მეორე მგზავრს კი ტემპერატურა 37. 5 დაუფიქსირდა. ექიმის განმარტებით, ის ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლონიიდან ჩამოფრენილ რეისზე სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.