საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდი გელათის მონასტრის მიმდებარედ აგრძელებს მუშაობას. შარშან დავასრულეთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გადახურვისა და ჩრდილოეთ კედლის აღდგენისა და კონსერვაციის სამუშაოები. ჩვენი აქტივობა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლება. წელს, წლის პირველ ნახევარში გათვალისწინებული გვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის სრული სახით დასრულება. მოეწყობა პარკინგი, ეწყობა საყრდენი კედელი. წელს შესაძლებელი იქნება განახლებული ინფრასტრუქტურით ვიზიტორებთან შეხვედრა. სეზონის დადგომასთან ერთად ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით.” – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.