,,ტორპედოს” გადარჩენის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება. საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები
და თანამშრომლები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 12:00 საათზე შეიკრიბებიან.
,,ხვალ შეძლება ქუთაისის ,,ტორპედო” არ იყოს. ამის დაშვება არავის არ გვინდა. 12:00საათიდან დავიწყებთ შეკრებას რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. გამოვხტაოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ კუბის მიმართ. პროტესტი გარძელდება და მიზანი იქნება ,,ტორპედოს” გადარჩენა. ვანახოთ საქართველოს რას ნიშნავს ,,ტორპედო” ქუთაისისთვის”.- განაცხადეს გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
“ტორპედოს” მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრონლები და გულშემატკივრები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გუშინ შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადებით მერიას, მთავრობას და ფეხბურთის ფედერაციას ,,ტორპედოს” გადარჩენისკენ მოუწოდეს.