“იმერეთი- სხვა სილამაზე” – ქუთაისში, გალერეა ,,ვარლაში” გამოფენა გაიხსნა.
საკუთარი ნამუშევრები 58-მა მხატვარმა წარმოადგინა.
,,იმერეთში მოღვაწე მხატვართა გამოფენა გაიხსნა სახელწლოდებით ,,იმერეთი-სხვა სილამაზე”. 58 მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. აქ არის ფერწერა, გრაფიკა, გამოყენებითი ხელოვნება. დებიუტანტები არ გვყავს, მაგრამ დიდი აქტიურობაა რეგიონებიდან. ძალიან კარგი ნამუშევრებია წარმოდგენილი.”- განაცხადა იმერეთში მხატვართა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.
გამოფენის დათვალიერება ,,ვარლაში” 10 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.