საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”
multicat=36 განხორციელებას იწყებს. 2020 წლის პროგრამის პრიორიტეტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. ); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
პროგრამის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში საიფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” საპროექტო წინადადებების შერჩევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მოსახლეობის საერთო კრებები კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში თებერვლიდან დაიწყება.
2019 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოეწყო გარე განათებები, მოიხრეშა შიდა გზები, სოფელ მეორე ობჩაში ბიბლიოთეკა გარემონტდა, სოფელ როხში მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაკეთდა როხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი. რომლის რეაბილიტაცია “სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან” 20 000 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი)დაფინანსდა (ჯამში 30 000)ლარი.