საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭათურაში 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე
რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს.
წინსოფელისა და ჭილოვანის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. პროექტს მუნიციპალური განვითრების ფონდი ახორციელებს და სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.
,,აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.” – აცხადებენ ფონდში.