დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგს ყოველწლიურად ზრდის.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2019 წელს ასი ათასი დოზა იქნა შესყიდული, 2020-ში კი მოცულობა კიდევ უფრო მაღალი იქნება.
რაც შეეხება პრეპარატ “ტამიფლუს”, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელში საკმარისი მარაგია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძემ რადიო ,,ძველი ქალაქის” საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრა როგორია გრიპის ვირუსის სტატისტიკა იმერეთში, როგორ დავიცვათ თავი მისგან, როდის უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია და ა.შ.