მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, შვიდ იანვარს, ქრისტეშობას ზეიმობს. შობის
აღნიშვნა ტაძრებში ღამისთევის ლიტურგიით დაიწყო. შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა. მისივე ლოცვა-კურთხევით, ვინც ტაძარში ვერ მიდის, შობის ღამეს სარკმელთან სანთელს ანთებს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში იხმობს.
შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. მას ეგებებიან ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. (ახალი სტილით ის 25 დეკემბერს აღინიშნება)