ქუთაისის მერმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მრჩეველთა საბჭოსთან და ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჭიღვარიამ თქვა, რომ ქალაქში მისი მერობის პერიოდში განხორციელებული მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები 90-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა.
“ოპოზიციას სურს, რომ აფიქრებინოს ხალხს, რომ ქუთაისი გადათხრილია, თუმცა, საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებულია. 90-იანი წლების შემდეგ ქალაქში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს არის რეალობა. ვისაც არ უნდა დანახვა, ვერ დაინახავს. გზების მთავარი პრობლემები მოვაგვარეთ, დროა ფასადების რეაბილიტაციაზე გადავიდეთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქუთაისში სულ 63 საგზაო პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონ ლარამდეა.