ქუთაისის მერია საკრებულოსა და მერიის სარგებლობაში არსებული
ავტომობილების რეცხვა-დასუფთავებისათვის ტენდერს აცხადებს. მერია 5 ჯიპისა და 7 სედანის მოწესრიგებაში 6 624 ლარს გადაიხდის.
წინადადებების მიღება 23 დეკემბერს იწყება და 25 დეკემბერს მთავრდება. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს.