ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში
საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო.
50 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, სამი სოფლის – ქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება. მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 419 320 ლარს შეადგენს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე