ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან პარტია “თავისუფალი საქართველოს”
თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი გამართა. პარტიის წევრებმა ქართული ოცნების ლიდერების: ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და ანრი ოხანაშვილის ნიღბები მოირგეს და სიმბოლურად თვალებახვეული თემიდა გააშიშვლეს. წულაია პერფორმანსით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა. გიგი წულაია მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ გამოხატონ პროტესტი და ღირსებააყრილ სასამართლოში არ იმუშაონ.
“მე ვუთხარი ადამიანებს ის, რაც ამ წუთას ჩვენს ქვეყანაში ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრები დაამტკიცეს. ანუ გააშიშვლეს თემიდა. მათ გვითხრეს ერთი რამ, როგორც ჩვენ თაობას, ასევე ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობას უსამართლო, კორუმპირებულ და მონა მოსამართლეების ხელში აცხოვრებენ. ვეცადე, პერფორმანსით სახით ეს რეალობა ადამიანებისათვის მეთქვა,”-განაცხადა გოგი წულაიამ.