“ისარგებლებს გარკვეული შეღავათებით,”-ამის შესახებ
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭიღლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში, 64 წლის ქალის, რომელიც სოციალურ დახმარებას ითხოვს, ქულა თავიდან დაითვლება და შესაძლოა, მას სოციალური დახმარება დაენიშნოს.
“ახლა აქვს 70 000-მდე ქულა. იმაზე ნაკლები, ვიდრე ადრე ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისარგებლებს შეღავათებით ელექტროენერგიაზე. გამოიკვეთა, რომ არის რაღაც ცვლილება. განმარტება უკვე მიეცა მოქალაქეს რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს. ქულის თავიდან გადაანგარიშება მოხდება. ნოემბრის თვეში ჰქონდა განსაზღვრული ქულა და ახლა 15 დღეში დაკორექტირდება. მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივ პაკეტშიც იქნება ჩასმული, როგორც სოციალურად დაუცველი, რაც სრულ დაფინანსებას გულისხმობს მომსახურებაზე,”-განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.