საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
დირექტორი, გიორგი შენგელია საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მან საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან და თანმხლებ პირებთან ერთად ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოები მომდევნო წლის ბოლოს დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულება 11 500 000 ლარია. პროექტის დასრულების შემდგომ, ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: პერევის, ჯრიის, დარყის, ჭურნალის, ჭალისა და სპეთის 1600-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.