ქუთაისელი ტენორი ნიკოლოზ გორგოძე იტალიაში, ქალაქ სალერნოში, იმღერებს. ახალგაზრდა
მომღერალი ქართველი ბარიტონის, ირაკლი ნუცუბიძის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
,,შევასრულებთ იტალიურ საოპერო და არა მარტო საოპერო ნაწარმოებებს აგრეთვე ქართულ სიმღერებსაც. იმიტომ ვარ განსაკუთრებული ემოციებით სავსე რომ, კიდევ ერთხელ შევასრულებ საოპერო ნაწარმოებებს იტალიელი და არამარტო იტალიელი მსმენელისათვის. აგრეთვე იქნება ძალიან ბევრი ქართველი.ის აპლოდისმენტები და ოვაციები ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია რასაც ჩემი მაყურებლისაგან ვიღებ.”- ამბობს ნიკოლოზ გორგოძე.
კონცერტი ქალაქ სალერნოში 15 დეკემბერს გაიმართება.
ნიკოლოზ გორგოძე იტალიაში 2012 წლიდან ცხოვრობს. 2013 წელს ქალაქ პისტოიას ვინჩენცო ბელლინის სახელობის კერძო სამუსიკო სასწავლებელში ჩააბარა. 2016 წელს კი ფლორენციის ლუიჯი ქერუბინის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა.
ახალგაზრდა ტენორს უკვე მოუსმიეს ფლორენციის სამეფო და მედიჩების სასახლეში, ქალაქ პისტოიის თეატრსა და პრატოს თეატრ პოლიტეამაში. 16 ნოემბერს კი მილანში იმღერა.