,,თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისში ოპოზიციური პარტიები შეიკრიბნენ. ისინი
6 დეკემბერს დაანონსებული აქციისათვის ემზადებიან. ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ მიუხედავად მათ ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისა, შეკრება და სამომავლო გეგმების შემუშავება მაინც მოხდება.
შეგახსენებთ, “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისში “ოცნების” აქტივისტებმა შეჭრა გუშინ, 3 დეკმბერს, მაშინ სცადეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები თათბირობდნენ.