ქუთაისელი არტისტი ენდი ძიძავა საუკეთესო
ქალი მსახიობის ნომინაციაში თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებული გახდა.
მსახიობმა გამარჯვება სპექტაკლში “მარინა რევია” შესრულებული როლისთვის მოიპოვა. სპექტაკლი ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრში იდგმება, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ ჩიკვაიძეა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი