ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი დასრულდა.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ფესტივალის ნომინანტები:
საუკეთესო სოლო შესრულება – საქართველო, ბათუმი;
საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმა- საქართველო, ბათუმი;
საუკეთესო დუეტი – იაპონია;
საუკეთესო კლასიკა- ვარშავა;
საუკეთესო კოსტიუმი- ბერლინი.
ვერა წიგნაძის სპეციალური პრიზი თურქეთის საოპერო თეატრის პრიმას ოზლან ოგუზს გადაეცა, ხოლო ნუკრი მაღალაშვილის სპეციალური პრიზი ვარშავის სკოლამ მიიღო.
ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ ჩატარდა. მასში მონაწილეობას იაპონიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიიღეს.
ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან ივ ესკერი იყო. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი და დამსახურებული არტისტი იოჰან ვერსტურსი, ამერიკაში ვაშინგტონის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯულუხაძე და საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე.
ფესტივალის სახეა მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.
ფოტო: ფესტივალის ოფიციალური გვერდი