ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, “ჰუალინგი”-ს წინ მდინარე ოღასკურას

კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის მერია თანხებს გამოყოფს. ამჯერად ტენდერი სამუშოების შესრულებამდე საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირბულება 7 ათას 500 ლარია.

სატენდერო წინადადებების მიღება 5 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

გასულ წელს მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა. სამუშაოებს შპს “კონსტანტას” ასრულებდა.

მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე ქალაქს ტბორავდა.

ბოლო შემთხვევა 2017 წელს მოხდა. მდინარე ოღასკურა ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქის მოსახლეობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *