ააიპ “ბაგა ბაღების გაერთიანების” ბიუჯეტი 167 000 ლარით გაიზარდა.
აღნიშნულის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ბუნებრივი აირის მიმწოდებელმა კომპანიამ ბაღებში უსაფრთხოების მიზნით სამუშაოების ჩატარება მოითხოვა.
“ცვლილებები განპირობებული იყო იმ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რისი საჭიროებაც ბაღებში დადგა. გაზის კომპანიის მოთხოვნით, გათბობის ქვაბები აუცილებლად გამოტანილი უნდა იყოს გარეთ,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.
ეკონომია სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ასანაზღაურებელი თანხიდან გაკეთდა, რომელზეც ამ ეტაპზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ პროცედურების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, 214 000 ლარის გადახდა მერიას მიმდინარე წელს არ მოუწევს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე