ქუთაისის აეროპორტი გასული 6 თვის ყველაზე მოთხოვნადი
მიმართულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით ტოპ 5 მიმართულება ასე გამოიყურება. ხუთეულში შემდეგი ქვეყნები შევიდა: ვენა, ვარშავა, ვილნიუსი, კატოვიცე და პრაღა.
შეგახსენებთ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. აღნიშნული აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე