“დაისაჯოს გახარია” – ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ქუთაისში, პროკურატურასთან შეიკრიბნენ. მათ შენობასთან საპროტესტო პლაკატები წარწერებით “სისტემა უნდა დაინგრეს”, “არ შეგრჩებათ “გავრილოვის ღამე” მიიტანეს. “აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა დაიბაროს, დაკითხოს და 20 ივნისს მოქალაქეებისადმი ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხი უნდა აგებინოს.
“ვითხოვთ, გახარიამ დატოვოს თანამდებობა და პასუხი აგოს “გავრილოვის ღამისთვის”. ეს სისტემა უნდა დაინგრეს. მზად ვართ, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომას და დავიწყოთ შიმშილობა,”-განაცხადა აქციის მონაწილემ, ნინი თვალავაძემ.
ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.