ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, ნუგზარ ხუციბერიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის მერის კომენტარში ნათქვამია, რომ ხუციბერიძის გათავისუფლების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარები გახდა. ხუციბერიძე “ფეისბუკში” წერდა, რომ საქართველოში ყველაზე მეტ ფულს რუსი ტურისტები ხარჯავენ და ყველაზე დიდი ფული რუსეთიდან შემოდის. ხუციბერიძე ამბობს, რომ რუსეთთან სწორი პოლიტიკაა საჭირო. ხუციბერიძემ შეურაცხყოფა პარლამენტთან რეზინის ტყვიებით დაშავებულ აქციის მონაწილეებსაც მიაყენა.
“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.