არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგმა” პროექტი წარადგინა, რომელიც
ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო. მოწვეულმა ექსპერტმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსსა და გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
“პროექტის მიზანია, მოახდინოს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ჩართულობა გარემოზე ზემოქმედების კოდექსის გათვალისწინებული პროცედურების საკითხში. ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტებში და ვისაუბრეთ პრობლემატიკაზე, რაც გვაქვს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პროექტები, რომელიც არის გამოცხადებული, რამდენად აზიანებს გარემოს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია კანონის შესახებ და არ იცოდნენ, როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია შემსრულებელ კომპანიასა და მათ შორის,”-განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -“არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე” ფარგლებში მოეწყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე