ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ თეთრ
ხიდზე პანორამული მინა განზრახ დააზიანეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ ხუციბერიძე ამბობს, რომ მინის ნაწილზე მძიმე მეტალის საგანია ჩარტყმული.
“წინასწარი ვარაუდით, მინა განზრახაა დაზიანებული, რადგან იქ კვალია. მძიმე მეტალის საგანია ჩარტყმული. სავარაუდოდ, გვიან ღამის საათებში ან გამთენიისას მოხდა დაზიანება,”-ამბობს ხუციბერიძე.
ხუციბერიძე გამორიცხავს, რომ მინის ნაწილის დაზიანება უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს შესაძლოა გამოეწვია.
“ეს ვერ იქნება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ბრალი. მასზე გადაადგილება მასიურად მიმდინარეობს. მინდა ბრონირებულია და საკმაოდ დიდ დატვირთვას უძლებს,”-ამბობს ხუციბერიძე.
მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული მინის საფარის სურათები და დოკუმენტური მასალა რეაგირებისათვის პოლიციაშია გადაგზავნილი.