შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზესტაფონში 1990 წელს დაბადებული,
წარსულში ნასამართლევი გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი – ე.წ. “აბრეზი” და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.