საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელეს. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” იმერეთის გუბერნიიდან აცნობეს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს XI საუკუნის ,,ჯრუჭის” მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამჟამადაც ხორციელდება.
” უახლოეს დღეებში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება ციხე ,,მოდინახე”–ზე. 2018 წელს ფონდი ,,ქართუ”-ს დაფინაფსებით განხორციელდა ციხის აღდგენითი სამუშაოები და წელსაც განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ციხე დაიბრუნებს ისტორიულად პირვანდელ სახეს. რაც შეეხება ციხემდე მისასვლელ გზას, ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება უკვე დამთავრებულია. გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. მოეწყო გარეგანათება და საყრდენი კედელი. ტურისტული კუთხით, ციხე ,,მოდინახე” ვიზიტორებისთვის საინტერესო ისტორიული ძეგლია.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ასევე, სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კმ მონაკვეთი დაგებულია და მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწესრიგება. ამჟამად ხორციელდება გზის საფუძვლის მოწყობა და ფერდობების დამუშავება, რის შემდეგაც დაიგება 5.5 კმ საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია 2 ხიდის მშენებლობა მდინარე ჯრუჭულაზე, სოფელ სარეკსა და სოფელ ცხომარეთში. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რაჭის მხრიდანაც. პროექტის დასრულების შემდეგ 50კმ-ზე მეტი გზის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რაც უმოკლესი მანძილია ორი რეგიონის (იმერეთი-რაჭა) დასაკავშირებლად და თბილისიდან ონამდე გზის შესამცირებლად.” – წერია იმერეთის გუბერნიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.