ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტი

“ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში” შეაჯამა. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, ლექტორ-მასწავლებლები და სხვა გამოიკითხნენ. 

“ახალგაზრდების მიერ დასახელებული საჭიროებები მრავალფეროვანი იყო. შეეხებოდა ქალაქში არსებულ ახალგაზრდულ ინფრასტრუქტურას. მაგალითად, ახალგაზრდებმა გააპროტესტებს მოუწესრიგებელი ველობილიკის არსებობა. მათ აქვთ ქალაქში გასართობი ღია სივრცეების ნაკლებობა. ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქალაქს არ გააჩნია ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია,”-განაცხადა მაკა ცერცვაძემ, პროექტის კოორდინატორმა.

პროექტი 2019 წლის თებერვლის თვიდან აპრილის თვემდე ხორციელდებოდა.

ფოტო:  “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *