ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც ტყიბულის მერიაში აცხადებენ, გამოყოფილი თანხით საყრდენი კედლების, სახურავების, ხიდებისა და ბოგირების მოწყობა და რეაბილიტაცია ხორციელდება.
საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ევროტექნიქსი” აწარმოებს, რომლის საერთო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს. კედლები ჯამში 12 მიმართულებით მოწესრიგდება.
პროექტის ფარგლებში, კედლების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ფიროსმანისა და გაბრიაძის ქუჩებზე, საცურაო აუზის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის გასწვრივ.